თავში

ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა გადაიდო

ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა გადაიდო
ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა გადაიდო

ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა გადაიდო. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

მისი თქმით, კომპანიასთან შეთანხმებით პროექტის განხორციელება შეჩერებულია უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. 

"კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოს", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

მისი თქმით, ხელისუფლება მზადაა თითოეულ კვლევაზე ისაუბროს.

"ვიდრე არ გვექნება სრული გარანტიები და ეს გარანტიები არ იქნება ცნობილი მოსახლეობისთვის, ვიდრე არ დავარწმუნებთ მათაც, რომ „ნამახვანი ჰესის“ კაშხალი არის რეალურად უსაფრთხო, რაშიც ჩვენ ვართ დარწმუნებულები, მაგრამ გვინდა, რომ მეტი ნდობა შეიქმნას მოსახლეობაში, მანამდე, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system