თავში

ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობა დაიწყო

ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობა დაიწყო
ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობა დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. შესაბამისი სამშენებლო ნებართვა კომპანია „ენკა რენიუებლზზე” 2020 წლის აპრილში გაიცა. 

ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, რომელიც 433 მეგავატი ჯამური სიმძლავრის მქონე ორი ჰიდროელექტროსადგურისგან შედგება, მდინარე რიონზე, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საპროექტო კომპანია ENKA Renewables-ის („ენკა რენიუებლზ“) ძირითადი აქციონერია თურქული კომპანია ENKA, რომელიც მშენებლობისა და ინჟინერიის დარგში საერთაშორისო ბაზარზე 60 წელიწადზე მეტია მოღვაწეობს. პროექტის მცირე წილი კი ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს ეკუთვნის.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა. მისი წლიური გამომუშავება 1,500.00-მდე გგვტ.სთ იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system