თავში

ნამახვანი ჰესში 800 მილიონი დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება

ნამახვანი ჰესში 800 მილიონი დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება
ნამახვანი ჰესში 800 მილიონი დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება

ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ ENKA Renewables-მა (შპს „ენკა რინიუებლზ“) 2020 წლის მეორე კვარტალში 12 მილიონი ლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰესის ასაშენებლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამჟამად პროექტზე 300-მდე ადამიანი მუშაობს.

ნამახვანის პროექტზე, ჯამში, 2000 ადამიანამდე დასაქმდება, საიდანაც 80% საქართველოს მოქალაქე იქნება.

„როგორც ცნობილია, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. პროექტის ძირითადი ინვესტორი და 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე თურქული კორპორაცია ENKA-ა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). კომპანია ძირითადად ინჟინერიის, მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგებში ოპერირებს მსოფლიოს 64 ქვეყანაში, სადაც ამჟამად 20,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამშენებლო ნებართვა კომპანია „ენკა რენიუებლზზე” 2020 წლის აპრილში გაიცა. ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, რომელიც 433 მეგავატი ჯამური სიმძლავრის მქონე ორი ჰიდროელექტროსადგურისგან შედგება, მდინარე რიონზე, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.

საპროექტო კომპანია ENKA Renewables-ის („ენკა რენიუებლზ“) ძირითადი აქციონერია თურქული კომპანია ENKA, რომელიც მშენებლობისა და ინჟინერიის დარგში საერთაშორისო ბაზარზე 60 წელიწადზე მეტია მოღვაწეობს. პროექტის მცირე წილი კი ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს ეკუთვნის.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system