თავში

"ნამახვანის" მედიაცია ახალ ფაზაში შედის - ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება

"ნამახვანის" მედიაცია ახალ ფაზაში შედის
ნამახვანის მედიაცია ახალ ფაზაში შედის - ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება

"ნამახვანჰესის" მშენებლობის გარშემო განვითარებული მოვლენები, ახალ ფაზაში გადადის. 

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ წამოწყებული მედიაციის ფარგლებში ექსპერტები ეკოლოგიურ სისტემებზე ზემოქმედებას შეისწავლიან. 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მხარეთა განსაზღვრული ვალდებულებები ძირითადად შესრულებულია. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ამის წარმატებულ შედეგად რკინის ღობის აღებასა და აქტივისტების გათავისუფლებას ასახელებს. 

"მედიაციის შემდეგი ფაზა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებას წარმოადგენს. უნდა მოხდეს არსებული რისკების იდენტიფიცირება და მათი გამორიცხვა. მხარეები მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტების შერჩევაში", - აღნიშნავს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system