თავში

ნარინჯისფერი რთველი - ახალმა მინისტრმა პირველი დავალება მიიღო

ნარინჯისფერი რთველი - ახალმა მინისტრმა პირველი დავალება მიიღო
ნარინჯისფერი რთველი - ახალმა მინისტრმა პირველი დავალება მიიღო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭაროს სოფლის მეურნეობის მინისტრად გიორგი სურმანიძე წარადგინა.

რიჟვაძემ მას პირველივე დავალებაც მისცა.

"პირველი დავალება უკავშირდება მომავალ ნარინჯისფერ რთველს, რომ წარმატებით შეძლონ ფერმერებმა ციტრუსის მოსავლის დაბინავება“, -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მინისტრის მისი წარდგენის შემდეგ.

ცნობისთვის, გიორგი სურმანიძემ თანამდებობაზე ტიტე აროშიძე შეცვალა, რომელიც ბათუმში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

პროფესიით იურისტ გიორგი სურმანიძეს აქვს თორმეტწლიანი გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში. ბოლო ოთხი წელია, ცხოვრობს და მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კალიფორნიაში, სადაც მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო სოფლის მეურნეობასა და საკვებ ინდუსტრიასთან.

ცნობისთვის, ნარინჯისფერი რთველი საქართველოში ოქტომბრის ბოლოდან იწყება.

ციტრუსის შარშანდელი  მოსავალი კარგი ხარისხით გამოირჩეოდა, რამაც ქვეყანას ექსპორტისა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობა მისცა.

ქართული ციტრუსის ძირითადი ბაზარი, ტრადიციულად, უკრაინა და რუსეთია, თუმცა შარშან ბაზრების გეოგრაფია გაიზარდა, ქართულ მანდარინზე მოთხოვნა გაიზარდა შუა აზიაში, დაინტერესდნენ ბელორუსიდანაც. ტრადიციულ ბაზრებს (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი) 4 ქვეყანა სლოვენია, სინგაპური, ლიეტუვა და ყატარი დაემატა. გასულ წელს ქართული მანდარინის ექსპორტი 12 ქვეყანაში განხორციელდა. 

შარშან აჭარამ 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალი მოიწია. კილოგრამი მანდარინის ფასი 60 თეთრიდან იწყებოდა და 1,5 ლარს აღწევდა. არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფომ სუბსიდირება მოახდინა.

2019 წელი საქართველოში მანდარინის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოსავალით გამოირჩეოდა. მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system