თავში

ნათია თურნავამ ანტიკრიზისულ გეგმაზე ექსპერტების შენიშვნები მოისმინა

ნათია თურნავამ ანტიკრიზისულ გეგმაზე ექსპერტების შენიშვნები მოისმინა
ნათია თურნავამ ანტიკრიზისულ გეგმაზე ექსპერტების შენიშვნები მოისმინა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ეკონომისტებთან, ფინანსისტებთან და აკადემიურ წრეებთან ანტიკრიზისული გეგმა განიხილა.

შეხვედრის ორგანიზატორი იყო თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი ვახტანგ ჭარაია.

შეხვედრას ესწრებოდა ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელიაც, რომელიც report.ge-ს შეხვედრის დეტალებს უყვება.

ექსპერტი გვეუბნება, რომ ონლაინშეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრისგან შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მოკლე მიმოხილვა.

შეხვედრის ძირითადი მიზანი გახლდათ, მინისტრს მოესმინა ექსპერტთა აზრები და შენიშვნები წადმოდგენილ ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

"ეს გეგმა გახლავთ ის პირველი ნაბიჯები და არა ფართოდ შემუშავებული რაიმე აკადემიური დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რაც თავად მინისტრმაც დაადასტურა. დროის სიმციროს გამო ,მონაწილეთა მხოლოდ მცირე რაოდენობამ მოახერხა თავისი აზრის გამოხატვა და კითხვების დასმა, თუმცა მინისტრმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით იმ კვირაშიც მოხდებოდა ონლაინშეხვედრის გამართვა და ასევე გამოთქვა სურვილი, თვეში ერთჯერ მაინც მოხდეს ეკონომიკის აქტიურ საკითხებთან დაკავშირებით ასეთი ფორმით აზრთა გაზიარება," - აგვიხსნა ნიკა შენგელიამ.

როგორც ექსპერტი განმარტავს, გუშინდელი შეხვედრიდან გამოიკვეთა, რომ ექსპერტთა ნაწილი თითქმის ერთსულოვანია იმ საკითხის გარშემო, რასაც ტურისტულ სექტორთან დაკავშირებით,მთავრობა აპირებს.

"კერძოდ ერთსულოვნება გამოიხატებოდა იმაში, რომ გაურკვევლობის პირობებში, როდესაც ჯერ არ ვიცით, თუ რა მოხდება პანდემიის კუთხით, სხვა მეზობელ ქვეყნებში ცალსახად ტურიზმის სექტორი ამ პერიოდში არ უნდა იყოს პრიორიტეტი," - აღნიშნა ნიკა შენგელიამ და დასძინა, რომ მონაწილეთა უმეტეს ნაწილს აზრის გამოხატვის საშუალება დროის სიმცირის გამო არ მიეცა.

ნიკა შენგელიას ინფორმაციით, მინისტრთან ონლაინშეხვედრაზე აზრის გამოთქმა და კითხვის დასმა მოახერხა მხოლოდ 4-მდე დამსწრე ექსპერტმა, ავთანდილ სილაგაძემ, ვლადიმერ პაპავამ, სოსო არჩვაძემ და მერაბ კაკულიამ.

"თითქმის ერთსულოვანი იყო მათი შეხედულებები იმაზე, რომ ამ ეტაპზე მარტო ტურიზმის სექტორი არ უნდა წარმოადგენდეს პრიორიტეტს, ანუ ექსპერტებმა მინისტრს უთხრეს, რომ ტურიზმს კი უნდა დაეხმაროს მთავრობა, მაგრამ პარალელურად ყურადღება უნდა გაეწიოს სხვა დარგებსაც, დრო სულ რაღაც 45 წუთი გვქონდა და არ აღმოჩნდა საკმარისი, ყველას გამოგვეთქვა აზრი," -გვიყვება შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ექსპერტი ნიკა შენგელია და დასძენს, რომ ექსპერტები, რომლებმაც სიტყვით გამოსვლა მოახერხეს, მთავრობის მიერ პირველ ნაბიჯებს ამ ეტაპზე დადებითად აფასებენ. 

შეხვედრაში მონაწილეობდა 30-მდე ექსპერტი და მეცნიერი.

მომდევნო ონლაინ შეხვედრის სავარაუდო თარიღად ორშაბათი, 18 მაისი დასახელდა.

ონლაინშეხვედრაზე გადაწყდა, რომ ასეთი შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება და რეგულარულად გაგრძელდება მსჯელობა დარგობრივ ჭრილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system