თავში

ნათია თურნავა ამერიკელ გენერალ ბენ ჰოჯესს პასუხობს

ნათია თურნავა ამერიკელ გენერალ ბენ ჰოჯესს პასუხობს
ნათია თურნავა ამერიკელ გენერალ ბენ ჰოჯესს პასუხობს

"გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადება ანაკლიაზე, რა თქმა უნდა არასწორია, არ ეყრდნობა სწორ ფაქტებს,"- ასე უპასუხა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურის, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტის ბენ ჰოჯესის განცხადებას იმაზე, რომ თითქოს, საქართველომ რუსეთის მთავრობის ზეწოლით შეაჩერა ანაკლიის პროექტის განვითარება.

თურნავას თქმით, ანაკლიის პორტი საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი პროექტია, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ოცნების ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ეს პროექტი განხორციელდეს ისე, როგორც ეს აწობს ჩვენს ქვეყანას.

ანაკლიის პორტი ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი და ერთადერთი პროექტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. საქართველოს მთავრობიდან არსებობს ძალიან დიდი მზადყოფნა, რომ ფინანსურად, ქონებრივად - შესაბამისი მიწების გადაცემით, იურიდიულად და პოლიტიკურად მხარი დაუჭიროს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა თურნავამ.

დღესვე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ანაკლიის პროექტის მომავლის შესახებ ისაუბრეს და მიიღეს გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში გადავიდეს, რათა სამინისტრომ ახალი საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების ღონისძიებები უზრუნველყოს.

"ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობა სათანადოდ არ უჭერს მხარს ანაკლიის პროექტს და ნაცვლად ამისა, კრემლის ზეწოლას უხრის თავს. ამით საქართველო კარგავს შანსს, შეცვალოს ეკონომიკური და უსაფრთხოების დინამიკა მთელი შავი ზღვის რეგიონში,"-  ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურის პოზიცია.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულება 2020 წლის 9 იანვარს გაწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system