თავში

ნათია თურნავა: ანაკლიის პორტს ხელს ვერაფერი შეუშლის

ნათია თურნავა: ანაკლიის პორტს ხელს ვერაფერი შეუშლის
ნათია თურნავა: ანაკლიის პორტს ხელს ვერაფერი შეუშლის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ყველა ნაბიჯი იქნება გამჭვირვალე.

მისი თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება მას შემდეგ შეწყდა, რად კონსორციუმს ვალდებულებების შესრულება შვიდჯერ გაუხანგრძლივდა, თუმცა ეს მაინც ვერ მოხერხდა.

როგორც იცით, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეწყდა ხელშეკრულება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“. ეს მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში ჯამში შვიდჯერ გაუგრძელდა კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა და ამის მიუხედავად, მაინც ვერ მოახერხეს,დროულად დაეწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა და შეეკრათ დაფინანსება. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება იყო სრულიად ლოგიკური, რადგან ანაკლია ჩვენი პრიორიტეტია და ვერ დავუშვებთ კიდევ უფრო მეტ დაგვიანებას. რაც შეეხება შემდგომ პროცედურას, ეს იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორც ჩვენი ყველა ნაბიჯი ამ პროექტთან მიმართებაში. გაცხადებული გვაქვს, რომ ძალიან მალე დავიწყებთ ახალი ტენდერის პროცედურებს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენი ჩართულობით გადახედავს პირობებს, რადგან პირობებმა 2017 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი მოდიფიკაცია განიცადა ინვესტორის სასარგებლოდ. ვფიქრობთ, აღნიშნული ტენდერი წარმატებული იქნება. დიდი იმედი გვაქვს, ძალიან მალე გამოჩნდება სხვა კომპანია გამჭვირვალე ტენდერის შედეგად“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება.

რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი აშენდება, ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და არაფერი შეუშლის ხელს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურა საქართველოში ახლა იმდენად აქტუალურია, რომ „ეიპიემტერმინალსს“ და ფოთის პორტს ყოველთვის სურდათ, თავიანთი პროექტი განევითარებინათ, მაგრამ ამ ეტაპზე, კონცენტრაცია ანაკლიის პორტზეა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება 9 იანვარს ოფიციალურად შეწყვიტა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, მთავრობა ანაკლიის პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს იწყებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system