თავში

ნათია თურნავა: ანაკლიის პორტს მთელი დერეფანი ელოდება

ნათია თურნავა: ანაკლიის პორტს მთელი დერეფანი ელოდება
ნათია თურნავა: ანაკლიის პორტს მთელი დერეფანი ელოდება

„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები და როგორ ვაქციოთ ჩვენი პორტები და პორტების გავლით სერვისები უფრო სწრაფი და ეფექტიანი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების და განვითარების გარეშე შეუძლებელია ამის მიღწევა. ამიტომ ამ პროექტით ძალიან ბევრი ქვეყანა ინტერესდება. ჩვენ ამ პროექტის ძალიან მაღალ მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ და ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, როგორ უჭერს მხარს მთავრობა ამ რთულ, მაგრამ საჭირო პროექტის განხორციელებას.მ პროექტს არა მხოლოდ საქართველო, მთელი დერეფანი ელოდება, რაც აღინიშნა დღეს აბრეშუმის გზის ფორუმზე. მოველით, რომ ინვესტორი კომპანია მეტად კონცენტრირდება ვალდებულებების შესრულებაზე, ვიდრე აქცენტების პოლიტიკურ ჭრილში გადატანაზე. ჩვენ კონსორციუმს კიდევ ერთი შანსი მივეცით და არც თუ ისე დიდი დრო დარჩათ მათ ვალდებულებების შესასრულებლად“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ ეს განცხადება დღეს მედიასთან „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გააკეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system