თავში

ნათია თურნავა: ჩვენ ყველა დანაპირებს ავასრულებთ

ნათია თურნავა: ჩვენ ყველა დანაპირებს ავასრულებთ
ნათია თურნავა: ჩვენ ყველა დანაპირებს ავასრულებთ

„ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა ჩვენს დანაპირებს ვასრულებთ", - ასე უპასუხა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კითხვას წყალტუბოს განვითარების პროექტთან დაკავშირებით. 

მინისტრის თქმით, კორონავირუსის პანდემია არ დაეტყობა წყალტუბოს პროექტს.

"წყალტუბოს აღორძინება დაიწყება გეგმაზომიერად. ისე, როგორც ითქვა. რა თქმა უნდა, კორონავირუსმა შეანელა ბევრი პროცესი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში არანაირად არ დაეტყობა წყალტუბოს პროექტს და ამის დასტურია თუნდაც აბასთუმნის პროექტი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის და „ქართუ ფონდის“ ქველმოქმედების საფუძველზე კერძო ბიზნესის ჩართულობით ხორციელდება. ასეთივე აღმავლობა ძალიან სწრაფად დაიწყება წყალტუბოში", - განაცხადა თურნავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system