თავში

ნათია თურნავა: ჩვენს ეკონომიკას აკლია ინსტიტუციური ტიპის ინვესტორები

ნათია თურნავა: ჩვენს ეკონომიკას აკლია ინსტიტუციური ტიპის ინვესტორები
ნათია თურნავა: ჩვენს ეკონომიკას აკლია ინსტიტუციური ტიპის ინვესტორები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრობის კანდიდატის შეფასებით, საპენსიო რეფორმა წარმატებულია. როგორც ნათია თურნავამ პარლამენტის წინაშე რეს გამოსვლისას განმარტა, 2019 წლის 1 იანვრიდან 3 სექტემბტრამდე საპენსიო ფონდში გაწევრიანდა 877 ათასი ადამიანი. საპენსიო შენატანის სახით კი ფონდში მობილიზებულია 351 მილიონი ლარი, დარიცხული სარგებელი 6 მილიონ ლარის შეადგენს.თურნავას განმარტებით, საინვესტიციო საბჭოში მონაწილეობს წამყვანი საპენსიო ფონდების წევრები,რაც ამ რეფორმის საერთაშორისო აღიარებას უსვამს ხაზს.

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, საპენსიო ფონდში მობილიზებული სოლიდური თანხა იძლევა კაპიტალის ბაზრის განვითარების შესაძლებლობას, რაც ეკონომიკის სტიმულირების საუკეთესო საშუალებაა.

"ერთი მხრივ, რეალური ეკონომიკის ზრდის პარალელყურად იზრდება მოთხოვნა კაპიტალის ბაზარზე. დაგროვებითმა საპენსიო რეფორმამ ეკონომიკაში გააჩინა გრძელვადიანი ლარი. ჩვენ ამ ორ ტენდენციას ერთმანეთთან დავაკავშირებთ და განვავითარებთ კაპიტალის ბაზარს.ამ მხრივ, დასახვეწია კანონდებლობა. ჩვენ ვმუშაობთ ექსპერტებთან და შესაბამის ინსტიტუტებთანა ერთად ამ მხვრივ საკანონდებლო ბაზის შექმნასა და დახვეწაზე. ამ კანონდებლობამ უნდა დაიცვას ინვესტორი და განავითაროს კაპიტალის ბაზარი," - განმარტა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში პარლამენტს წარედგინება ეკონომიკის სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი, რომელიც უფრო მიმზიდველს გახდის ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, რომ ჯერჯერობით ჩვენს ბაზარზე დომინირებს პირდაპირი უცხოური კერძო ინვესტიცია, მოსაზიდია ინსტიტუციური ინვესტია, რაც განავითარებს ეკონომიკას, გააჩენს სტაბილურ სამუსაო ადგილებს. როგორც თურნავამ დეპუტატებს აუხსნა, აუცილებელია მოვიზიდოთ პორტფელური ინვესტიცია და მოხდეს ფინანსური პროდუქტების დივერსიფიკაცია. სწორედ ამის გარანტი უნდა გახდეს კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც, თურნავას რეკომენდაციით, უახლოეს მომავალში შემწირდოვებულ ვადებსი უნდა განხორციელდეს.

" საყურადღებოა, რომ პარლამენტი სექტემბერშივე იმსჯელებს საინვესტიციო ფონდების კანონის მიღებაზე, რითაც  ჩვენ შევძლებთ ჩვენი საინვესტიციო გარემო დავუახლოვოთ საერთაშორისო სტანდარტებს. ამ კანონმა ინსტიტუციურ ინვესტრორებისთვის უნდფა უზრუნველყოს პროგნოზირებადი, სტაბილური, უსაფრთხო, ლიბერალური და  ევროკავშირის სამართლებრივი მექანიზმებით დაცული ბიზნესგარემო," - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავას ინფორმაციით, პარლამენტს უკვე წარედგინა კანონპროექტი ფინანსური გირავნობის ურთიერთდაქვითვის და დერივატივების შესახებ, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს მისცემს სავალუტო რისკების შემცირების და მართვის შეასძლებლობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system