თავში

ნათია თურნავა დღეს სავაჭრო სექტორს შეხვდება

ნათია თურნავა დღეს სავაჭრო სექტორს შეხვდება
ნათია თურნავა დღეს სავაჭრო სექტორს შეხვდება

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა პრემიერ მინისტრის დავალებით დღეს სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდება. 

ტურნავა იმედოვნებს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად ინდუსტრია მთავრობას გვერდით დაუდგება. 


მე პრემიერ მინისტრის დავალებით ვხვდები დღეს სავაჭრო ობიექტებს, რადგან ჩვენი ამოცანაა ბიზნესთან პარტნიორობით შევამციროთ კორონავირუსის გავრცელების რისკი და გავაკეთოთ მაქსიმალური პრევენცია. ეს პირველ რიგში ეხება ისეთ ობიექტებს და ისეთ ბიზნესებს, სადაც თვითონ ამ ბიზნეს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირია კონტაქტი მოსახლეობასთან. ეს არის სავაჭრო ობიექტები, ეს შეეხება საზოგადოებრივ კვების ობეიქტებს, ეს შეეხება თუნდაც სილამაზის სალონებს და მსგავს ობიექტებს.  უნდა ვიზრუნოთ, რომ მაქსიმალურად დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. ვიმსჯელოთ სამუშაო რეჟიმზე და საათებზე, ვიმსჯელოთ დამატებით ჰიგიენურ ნორმებზე და იმედი მაქვს, ინდუსტრია გვერდით დაგვიდგება“-განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system