თავში

ნათია თურნავა: ენერგეტიკა ქვეყნისა და ეკონომიკის ხერხემალია

ნათია თურნავა: ენერგეტიკა ქვეყნისა და ეკონომიკის ხერხემალია
ნათია თურნავა: ენერგეტიკა ქვეყნისა და ეკონომიკის ხერხემალია

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თემატურ პანელზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში შექმნილ ბიზნესკლიმატზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ენერგეტიკა საინვესტიციოდ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დარგად რჩება. ეს კი მინისტრის თქმით, არის იმ რეფორმების და ბაზრის დერეგულაციის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს.

"ენერგეტიკა წინმსწრები ტემპით უნდა ვითარდებოდეს, რათა ეკონომიკის განვითარება დამამუხრუჭებელი არ გახდეს. ენერგეტიკა არის ის დარგი, რომელიც არის ქვეყნის ხერხემალი, რადგან ენერგეტიკული უზრუნველყოფის გარეშე ვერც ერთი დარგი ვერ იარსებებს. ამიტომაც ჩვენი ხელისუფლებისთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი ეს სეგმენტი," - განაცხადა ნათია თურნავამ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,  „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ენერგეტიკის სექტორში ჩადებული ინვესტიციები წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

2011 - $ 212 მილიონი

2012 - $ 179 მილიონი

2013 - $ 246 მილიონი

2014 - $ 190 მილიონი

2015 - $ 123 მილიონი

2016 - $ 145 მილიონი

2017 - $ 280 მილიონი

2018 - $ 120 მილიონი

ცნობისთვის, ენერგომიმართულებით გააქტიურება მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა. ნათია თურნავა ცდილობს მოქალაქეები ჰესების აუცილებლობაში დაარწმუნოს, დღეს კი ეკონომიკის მინისტრი ენერგოსექტორში ინვეტორებს შეღავათებსაც დაჰპირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system