თავში

ნათია თურნავა ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს

ნათია თურნავა ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს
ნათია თურნავა ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს

თუკი საკუთარი რესურსი გაქვს, არაა საჭიროება, რომ გავზარდოთ სესხი, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მთავრობის მიერ ევროკავშირისგან სესხის მიღების მეორე ტრანშზე უარის თქმას.

"ვწუხვარ, რომ უფრო მეტად ეკონომიკურმა საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, საკითხი დგას მარტივად - დღეს ჩვენ ვსაუბრობდით, რამდენად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენის ზრდის ტემპი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ეკონომიკამ 1 მლრდ ლარი დამატებით გამოიმუშავა.

ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომელიც შეგვიძლია ბევრ პროგრამას და კარგ საქმეს მოვახმაროთ და საგარეო ვალი, რომელიც ისედაც საკმაოდ გაგვეზარდა პანდემიის გამო, აღარ უნდა გავზარდოთ. აქ ხომ საუბარია არა დახმარებაზე, არამედ საგარეო ვალის გაზრდაზე. ეს არის სესხი და შესაბამისად, თუკი საკუთარი რესურსი გაქვს, არაა საჭიროება, რომ გავზარდოთ სესხი. ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ევროკავშირის სესხის მეორე ტრანშზე უარს ამბობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system