თავში

გაზის მოთხოვნის უმეტესობას აზერბაიჯანული იმპორტი აკმაყოფილებს - VIDEO

გაზის მოთხოვნის უმეტესობას აზერბაიჯანული იმპორტი აკმაყოფილებს - VIDEO
გაზის მოთხოვნის უმეტესობას აზერბაიჯანული იმპორტი აკმაყოფილებს - VIDEO

"ვინაიდან ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ გაიზარდა ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარება," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, report.ge-ს დასმული კითხვის პასუხოდ განაცხადა. მინისტრს ჩვენმა ჟურნალისტმა "ტანაპის" ენერგეტიკული დერეფნის სტატისტიკის შესახებ ჰკითხა, რადგან საინტერესოა "ტანაპის" ამოქმედებიდან დღემდე რა რაოდენობის გაზის ტრანზიტი განხორციელდა ამ ენერგეტიკული დერეფნით და რა სარგებელი მიიღო ამით საქართველომ.

ცნობისთვის, ამ კითხვით ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსაც ოფიციალურად მივმართეთ და გამოვითხოვეთ მონაცემები, თუმცა უწყებიდან პასუხს 10 დღიანი ლოდინის მიუხედავად ამ დრომდე ველოდებით. 

დღეს კი ეკონომიკის მინისტრის ბრიფინგზე ამ საკითზე ჩვენი კითხვის პასუხად, მინისტრმა გაზის მოხმარებასა და ამ ბაზრის შეფასებაზე ისაუბრა.

"წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველომ 2.6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიხმარა.  მოთხოვნის 95%-ი აზერბაიჯანული გაზის იმპორტით დავფარეთ. ესაა გაზი, რომელიც მოვიხმარეთ, როგორც სატრანზიტო ქვეყანამ. ამაში შედის შაჰდენიზიდან მომავალი გაზის ქვოტა და ასევე "სოკარის" მიერ მოწოდებული გაზი. მხოლოდ მცირე მოცულობა 140-160 მილიონი კუბური მეტრი გაზი ვიყიდეთ რუსეთიდან, რაც საშულოდ მთელი ჩვენი ბაზრის  5%-ს უტოლდება. ეს ხუთი პროცენტი საკმაოდ კონკურენტულ გარემოს ქმნის გაზის კერძო მოხმარების ბაზარზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ მოსახლეობაზე და ელექტროენერგიაზე, ეს სოციალურად მნიშვნელოვანი სექტორები  მთლიანად აზერბაიჯანული გაზით იფარება. რაც შეეხება კერძო კომპანიებს, იქ კონკურენციის შექმნა სევძელით და ბაზარი აბსოლუტურად ჯანსაღია,"  - განუცხადა მინისრტმა report.ge-ს.

ცნობისთვის, წინასწარი პროგნოზით, "ტანაპის" ამოქმედებით, 2023 წლისთვის საქართველოს მიერ მიღებული უფასო ბუნებრივი აირის მოცულობა დღევანდელთან (300 მილიონი კუბური მეტრი) შედარებით გაოთხმაგდება, მათ შორის TANAP-ის გზით (23 მილიარდი კუბური მეტრის გატარებისთვის) საქართველო მიიღებს  1.15 მილიარდ კუბურ მეტრს, დღევანდელი მოხმარების დაახლოებით ნახევარს. 2026 წლისთვის მაჩვენებელი 1.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება (31 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებისთვის); 2030 წელს TANAP-ის გამტარუნარიანობის 60 მილიარდ კუბურ მეტრამდე აყვანაა დაგეგმილი, რაც საქართველოსთვის 3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს, საქართველოს დღევანდელ მოხმარებაზე - 1.4-ჯერ მეტს. 

შეგახსენებთ, დღეისათვის საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ დაახლოებით 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებს უსასყიდლოდ, პლუს მონეტარული ფორმით სომხეთში გატარებული ტრანზიტის 10%-ის ეკვივალენტს (დაახლოებით 130 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ღირებულებას).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system