თავში

ნათია თურნავა: გერმანია საქართველოში ინვესტიციებს ზრდის

ნათია თურნავა: გერმანია საქართველოში ინვესტიციებს ზრდის
ნათია თურნავა: გერმანია საქართველოში ინვესტიციებს ზრდის

"პრეზიდენტ შტაინმაიერის მხრიდან დღეს ძალიან ძლიერი მხარდაჭერის მესიჯი მოვისმინეთ, როცა ბრძანა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი გარემოა, ბევრი გერმანული კომპანიაა წარმოდგენილი და მოუწოდა გერმანულ ბიზნესებს, უფრო მეტი მათგანი დაინტერესდეს საქართველოთი", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქართული და გერმანული ბიზნესკომპანიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. ქართულ მხარეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა, ხოლო გერმანულ მხარეს ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

როგორც შეხვედრის მერე ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობა სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესდელეგაციასთან სწორედ ასეთი კონკრეტული შეხვედრებით ხდება.

„გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა მომეცა, საკმაოდ ფართო ბიზნეს აუდიტორიასთან მესაუბრა. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის პრეზიდენტის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერის მესიჯი გაჟღერდა. ბატონმა შტაინმაიერმა ბრძანა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი გარემოა და ბევრი გერმანული კომპანიაა წარმოდგენილი. მანვე მოუწოდა გერმანულ კომპანიებს, რომ უფრო მეტი გერმანული ბიზნესი დაინტერესდეს საქართველოთი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, ყველაზე საინტერესო იყო, რომ თვითონ საქართველოში მოღვაწე კომპანიებმა და გერმანელმა ინვესტორებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ იმ ბიზნესგარემოსა და იმ შესაძლებლობაზე, რაც შეიძლება შევთავაზოთ გერმანულ ბიზნესს.

„თუმცა ყველაზე სასიამოვნო იყო თვითონ გერმანელი ბიზნესმენებისგან იმ დადებითი მხარეების მოსმენა, რაც შეიძლება შევთავაზოთ უცხოელ ინვესტორებს ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სექტორს და აღინიშნა, რომ გერმანიიდან სულ უფრო მეტი ტურისტი შემოდის გერმანიიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system