თავში

ნათია თურნავა ღამის კლუბებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ნათია თურნავა ღამის კლუბებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
ნათია თურნავა ღამის კლუბებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კლუბებთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა.

"პანდემიის პერიოდში ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება იმაზე უკეთესი ვიდრე ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ მინიმალური რაოდენობა შეზღუდვები რჩება და მათ შორის ეს შეზღუდვები ვრცელდება ღამის კლუბებზე. ვინაიდან, ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ ღამის კლუბები მიჩნეულია ერთ-ერთ რისკის მატარებელ ჯგუფად. 

თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღამის კლუბებთან ერთად უნდა განვიხილოთ რა შესაძლებლობები არსებობს  დახმარების, იმიტომ რომ ეს ინდუსტრია მართლაც არის დაზარალებული, ისევე როგორც ბევრი სხვა ინდუსტრია, რომელიც კოვიდის გამო დაზარალდა, მაგრამ ყველაზე დიდხანს, როგორც ჩანს,  შეზღუდვები ამ სეგმენტზე გავრცელდება. ამიტომ მზად ვართ, კულტურის სამინისტროსთან ერთად, ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად, შევხვდეთ და  განვიხილოთ რა შეიძლება რომ გაკეთდეს. თუ წამოვა მათგან ეს ინიციატივა ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ" , - განაცხადა  მინისტრმა. 

გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გაუქმების მიუხედავად, 1-ლი ივლისიდან,კვლავ შეზღუდული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system