თავში

ნათია თურნავა: ინფლაციის შესაკავებლად ეკონომიკური გუნდი ყველაფერს აკეთებს

​ნათია თურნავა: ინფლაციის შესაკავებლად
ნათია თურნავა: ინფლაციის შესაკავებლად ეკონომიკური გუნდი ყველაფერს აკეთებს

„ჩვენი ეკონომიკური გუნდის და მათ შორის ეროვნული ბანკის, პირველადი ზრუნვის საგანი ინფლაციის შემაკავებელი ღონისძიებებია და თქვენ ხედავთ, რომ ეს ღონისძიებები ხორციელდება წარმატებით - ლარი მყარდება“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა არ შენელდეს, ნათია თურნავას განცხადებით, არამონეტარულ ბერკეტებს მთავრობა მაქსიმალურად იყენებს.

„ეს არის დაჩქარებული პრივატიზაცია. როგორც იცით, პრივატიზაციაში წამოვიწყეთ და მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები, აგრეთვე ეს არის წიაღში გამარტივებული ლიცენზიების გაცემა, ტურიზმის წახალისება, საექსპორტო წარმოების წახალისება. აქედან გამომდინარე, სრულიად რეალისტურად მიმაჩნია, რომ არ გვქონდეს ეკონომიკური ზრდის შენელება და პირიქით, გვქონდეს მაღალი ზრდა რეგიონში, როგორც ამას საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზირებენ. ასევე პარალელურად, ლარმაც განაგრძოს გამყარება. სწორედ ამაზეა საუბარი ეროვნული ბანკის განცხადებაშიც, რომ ლარი შესაძლოა კიდევ გამყარდეს და ინფლაციაც მომავალ წელს დაუბრუნდეს თავის ნიშნულს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბიზნესი ენდობა მთავრობის იმ გადაწყვეტილებებს, რაც ლარის კურსის ნორმალიზებას იწვევს.

„ეს გადაწყვეტილებები არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რაც შედეგად მოიტანს ლარის კურსის დინამიკის სტაბილურობას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რასაც სხვადასხვა ბერკეტი უზრუნველვყოფთ და ინფლაციის შემცირებას“ - დასძინა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system