თავში

ნათია თურნავა: ქართულ ტურინდუსტრიას კვალიფიციური კადრები შეემატება

ნათია თურნავა: ქართულ ტურინდუსტრიას კვალიფიციური კადრები შეემატება
ნათია თურნავა: ქართულ ტურინდუსტრიას კვალიფიციური კადრები შეემატება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საფრანგეთის, ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი“ პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ნათია თურნავას თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ტურიზმის სფეროს ახალი, ევროპული სტილით განათლებული, კვალიფიციური კადრები შეემატოს.

„ვულოცავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ შესანიშნავი, ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის დაწყებას ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიც ტურიზმია. ეს არის სფერო, რომელიც მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რაც ტურიზმს მსოფლიოსა და საქართველოში აქვს, კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და წარმატებული იქნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტურიზმის სფეროს ახალი, ევროპული სტილით განათლებული, კვალიფიციური კადრები შეემატოს და დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა ძალიან წარმატებული იქნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, სამაგისტრო პროგრამა ,,ტურიზმი“ ხელს შეუწყობს კულტურულ მემკვიდრეობაზე სპეციალიზირებული ტურიზმის ბიზნესის ღრმა და სისტემური ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობისა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system