თავში

ნათია თურნავა: კრიზისის დროსაც მთავრობის პრიორიტეტი ადამიანია

ნათია თურნავა: კრიზისის დროსაც მთავრობის პრიორიტეტი ადამიანია
ნათია თურნავა: კრიზისის დროსაც მთავრობის პრიორიტეტი ადამიანია

მთავრობა კორონავირუსის გამო პრიორიტეტებს გადახედავს და ბიუჯეტში კორექტირებასაც შეიტანს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ახალი საგანგებო ვითარება ახალ საგანგებო პრიორიტეტებს საჭიროებს, მათ შორის, ბიუჯეტში და ეს სრულიად ბუნებრივია.

ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან – ჩვენ დღეს კარანტინით ერთდროულად, 4 000-ზე მეტ ადამიანს უზრუნველვყოფთ. ეს 63 სხვადასხვა სასტუმროში კეთდება და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ძალიან კარგია, რომ სასტუმროები ამას მინიმალური დანახარჯებით აკეთებენ, მაგრამ ეს არის ხარჯი, რომელიც, რასაკვირველია, გათვალისწინებული არ გვქონდა. ამისთვის ძალიან დიდი რესურსია მოსაბილიზებელი, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, კიდევ რამდენი საკარანტინო ადგილი დაგვჭირდება“, – განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ მთავრობის ახალი პრიორიტეტები სოციალურ დახმარებასაც ითვალისწინებს. თურნავას თქმით, მთავრობა მსჯელობს საგანგებო დახმარებისა და სტიმულირების გეგმაზე, რაც ასევე საგანგებო ბიუჯეტს საჭიროებს.

„ჩვენი გეგმა, რომელიც ძალიან მალე გასაჯაროვდება, ორი ძირითადი ამოცანისკენ იქნება მიმართული. პირველი – მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ბიზნესთან, რათა დასაქმებულმა ადამიანებმა სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ. იმ დარგებშიც კი, რომელიც დღეს ხელოვნურად შევზღუდეთ. მეორე – მაქსიმალურად იყვნენ კომპენსირებული ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ყველა მცდელობის მიუხედავად სამსახური და შემოსავლები უკვე დაკარგეს. ჩვენ მზად ვართ, ეს სიმძიმე ბიზნესთან ერთად გადავინაწილოთ. ეს არის ორი დიდი ამოცანა და ორივეს სათავეში დგას ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა ნათია თურნავამ და დაამატა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არა თუ უნდა შეჩერდეს, არამედ უნდა გაორმაგდეს, რისთვისაც ხელისუფლებას  დამატებითი რესურსების მობილიზება დასჭირდება.

თურნავას განმარტებით, მთავრობა პოსტკრიზისულ ეკონომიკაზე ფიქრობს, რომ „ეკონომიკა ამოიქაჩოს". მინისტრის თქმით, კრიზისულ გეგმაზე მუშაობას მთავრობა მალე დაასრულებს, რის შემდეგაც ის კრიზისული ბიუჯეტის ფორმირებას შეუდგება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system