თავში

ნათია თურნავა: კურორტების დახურვა გამართლებული ნაბიჯია

ნათია თურნავა: კურორტების დახურვა გამართლებული ნაბიჯია
ნათია თურნავა: კურორტების დახურვა გამართლებული ნაბიჯია

ზამთრის კურორტები წყვეტენ მუშაობას, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სწორი და აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყდა, რომ სამთო-სათხილამურო სეზონი იხურება.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვადაზე ადრე დავხურავთ ზამთრის სეზონს ზამთრის კურორტებზე. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ უკვე დავალება გაცემული მაქვს და საბაგიროების მუშაობა შეწყდება, მოხდება კონსერვაცია ჩვენი ტექნიკის, რომელიც ემსახურებოდა კურორტს, ასევე დასაწყობება. შესაბამისად, კურორტები წყვეტენ მუშაობას და ეს არის სწორი და აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯი ვირუსის გავრცელების პრევენციასთან მიმართებაში“, – განაცხადა მინისტრმა.

მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში გადაწყვიტა, რომ ზამთრის კურორტები  იხურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system