თავში

ნათია თურნავა: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სანიმუშო უნდა იყოს

ნათია თურნავა: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სანიმუშო უნდა იყოს
ნათია თურნავა: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სანიმუშო უნდა იყოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა. ამის შესახებ Report.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. მინისტრი ადგილზე გაეცნო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოებს და მოქმედ ტერმინალებში არსებულ ვითარებას. ნათია თურნავასთან ერთად აეროპორტში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძეც იმყოფებოდა.

ნათია თურნავას თქმით, დაიწყო პროცესი, რომელიც გულისხმობს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აეროპორტების მოწესრიგებას. მინისტრის თქმით, ქუთაისის აეროპორტში უნდა მოწესრიგდეს ელემენტარული დეტალები, როგორიცაა რიგები, სანიტარული პირობები, ავეჯის განახლება, რაც შეიძლება ტურისტებს თვალში მოხვდეთ და გარკვეულწილად, არ ეკადრება ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ცოტა ხნის წინ ასევე იმყოფებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც გარკვეული ხარვეზებია გამოსასწორებელი, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

„თვითკრიტიკულებიც უნდა ვიყოთ და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, უნდა იყოს სანიმუშო. დღეს დავათვალიერე აქაურობა, შენდება ახალი ტერმინალი, რომელიც გაისად შევა მწყობრში და ძალიან ბევრი საკითხი მოწესრიგდება. შესაბამისად, აქედან მგზავრობა გახდება უფრო კომფორტული და მიმზიდველი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system