თავში

ნათია თურნავა: "პროგრეს ბანკის" საკითხი ისევ თითიდან გამოწოვილი თემაა

ნათია თურნავა: პროგრეს ბანკის საკითხი ისევ თითიდან გამოწოვილი თემაა
ნათია თურნავა: პროგრეს ბანკის საკითხი ისევ თითიდან გამოწოვილი თემაა

„ისევ თითიდან გამოწოვილი თემაა და როგორც ჩანს, ისევ საქმე გვაქვს აქცენტების პოლიტიკურ ჭრილში გადატანასთან“, - ასე ეხმაურება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბოლო დღეების განმავლობაში „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ „პროგრეს ბანკის“ საეჭვო ტრანზაქციებთან და აქტივებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
„ჩვენ მოვისმინეთ „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის სრულიად ამომწურავი განმარტება, როგორც ჩანს, ისევ თითიდან გამოწოვილი თემაა და როგორც ჩანს, ისევ საქმე გვაქვს აქცენტების პოლიტიკურ ჭრილში გადატანასთან იმის მაგივრად, რომ ინვესტორი და მასთან ასოცირებული პოლიტიკოსები ცდილობდნენ, რამენაირად შეასრულონ ანაკლიის პორტში მათზე დაკისრებული ვალდებულებები. კვლავ მოვუწოდებ მათ, იზრუნონ იმაზე, რომ დროულად დაიწყოს ანაკლიის პორტის მშენებლობა და თავი დააანებონ საკითხის პოლიტიზირებას და ყურადღების სხვა ჭრილში გადატანას“, - განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system