თავში

ნათია თურნავა: რუსეთთან ფრენების შეჩერებამ სერიოზულად დაგვაზარალა

ნათია თურნავა: რუსეთთან ფრენების შეჩერებამ სერიოზულად დაგვაზარალა
ნათია თურნავა: რუსეთთან ფრენების შეჩერებამ სერიოზულად დაგვაზარალა

"თუ რუსეთთან ფრენები აღდგება უახლოეს პერსპექტივაში, ეს იქნება ცალსახად პოზიტიური სიგნალი და პოზიტიური განვითარება ჩვენი ბაზრისთვის," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის რიგგარეშე სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, მთავრობის მხარდაჭერის მიუხედავად, ტურისტულ ინდუსტრიას, საოჯახო სასტუმროებს, ეს ტენდენცია ჯერ კიდევ გადალახული არ აქვს.

„მე, როგორც ეკონომიკის მინისტრმა შემიძლია დავადასტურო და ახლა უკვე სტატისტიკურადაც ჩანს, რომ რუსეთთან ფრენების შეჩერებამ სერიოზულად დაგვაზარალა. ეროვნული ბანკის 8 თვის მონაცემებით, არის კლება საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსული თანხების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად დავუდექით გვერდში ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, საოჯახო სასტუმროებს, ეს ტენდენცია ჯერ კიდევ გადალახული არ არის და იმედი გვაქვს, რომ მომავალში შევძლებთ მის გადალახვას. თუკი ფრენები აღდგება უახლოეს პერსპექტივაში, ეს იქნება ცალსახად პოზიტიური სიგნალი და პოზიტიური განვითარება ჩვენი ბაზრისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ახლოვდება ზამთრის ტურისტული სეზონი, სამთო კურორტები ელოდებიან ტურისტებს და მათ შორის რუს ტურისტებსაც. აქედან გამომდინარე, ეს იქნება ძალიან დადებითი განვითარება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის. ყველაფერი, რაც წაადგება ჩვენს ეკონომიკას, წაადგება ტურიზმს, ცალკეულ ოჯახებს და მცირე ბიზნესს, არის პოზიტიური და დადებითი ჩვენთვის“, - განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system