თავში

ნათია თურნავა: საქართველო აუცილებლად ააშენებს ანაკლიის პორტს

ნათია თურნავა: საქართველო აუცილებლად ააშენებს ანაკლიის პორტს
ნათია თურნავა: საქართველო აუცილებლად ააშენებს ანაკლიის პორტს

„პორტის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება და პროექტი აუცილებლად განხორციელება, რა სტრუქტურით, ამაზე უკვე ვიმსჯელებთ, როდესაც ინვესტორისთვის მიცემული ოფიციალური ვადა ამოიწურება“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც კაპიტალის მოზიდვისა და პორტის მშენებლობის დასასრულებლად ხელშეკრულებების გაფორმების ვადა წლის ბოლოს ეწურება.

მინისტრი ამ საკითხზე ვადის ამოწურვამდე კომენტარისგან თავს იკავებს და ყურადღებას ამახვილებს ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებაზე.

„მოდით, ბოლომდე დავაცადოთ ოფიციალური, ფორმალური ვადის ამოწურვას. ეს არის ინვესტორის უფლება, ბოლომდე ისარგებლოს ამ ვადით. რაც შეეხება პროექტის შემდგომ პერსპექტივებს, ერთი რამ ცხადია, პროექტი არის ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე. ერთი მხრივ, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისა და დერეფნისთვის, ცალსახად გვჭირდება ღმრაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა, მეორე მხრივ, ეს არის სტრატეგიული პროექტი ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტი ასეთი რეგიონული პროექტი იარსებებს საქართველოში, მით უფრო დაცული ვართ და ჩვენი უსაფრთხოების ხარისხიც იზრდება“, – განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system