თავში

ნათია თურნავა: საქართველო და უზბეკეთი ტურიზმში თანამშრომლობას გეგმავენ

ნათია თურნავა: საქართველო და უზბეკეთი ტურიზმში თანამშრომლობას გეგმავენ
ნათია თურნავა: საქართველო და უზბეკეთი ტურიზმში თანამშრომლობას გეგმავენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევს შეხვდა და მასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკვანძო საკითხები განიხილა. 

როგორც ნათია თურნავამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, უზბეკეთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს აბრეშუმის გზის კონტექსტში და ასევე ორმაგად საინტერესოა საქართველოსთვის, რადგან ამ პერიოდში უზბეკეთმა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები და ღია და ლიბერალური ბაზრის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო.

„უზბეკეთს აქვს ძალიან განვითარებული ინდუსტრია - ყველანაირი ინდუსტრიული ტვირთი, რომელიც ეძებს საუკეთესო და ყველაზე მოკლე გზას ევროპული ბაზრებისკენ. საქართველო ამ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა იმისთვის, რომ სწორედ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც უზბეკეთია, ისარგებლონ ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, განვითარებული საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურით, რათა მათმა ტრანზიტულმა ტვირთებმა უმოკლეს ვადებში მიაღწიოს ევროპულ ბაზრებს. ასეთი ქვეყნები ისწრაფიან დივერსიფიკაციისკენ და საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ამ საშუალებას აძლევს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-უზბეკეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე და საქარველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ისაუბრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system