თავში

ნათია თურნავა: საქართველო მსოფლიოში მესამე ქვეყანაა

ნათია თურნავა: საქართველო მსოფლიოში მესამე ქვეყანაა
ნათია თურნავა: საქართველო მსოფლიოში მესამე ქვეყანაა

საქართველოში ბიზნესის კეთება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და მიმზიდველია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო„დუინგ ბიზნესის“ რეიტინგში ერთ-ერთი ტოპქვეყანაა.

თურნავას თქმით, საქართველო მსოფლიოში მესამე ქვეყანაა გადასახადების სიმარტივისა და დაბალი მარჟით, რაც ქვეყანას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მოიზიდოს ინვესტიციები და სწრაფად ამოქოქოს კორონავირუსით დაპაუზებული ეკონომიკა.

დღესდღეობით ცალსახაა, რომ ის უპირატესობა, რაც ჩვენ აქამდეც გვქონდა, ისევ ჩვენთან არის, არსად წასულა. საქართველო ერთ-ერთი ტოპქვეყანაა გლობალურად „დუინგ ბიზნესში“. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან ბიზნესის კეთება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და მიმზიდველია. ის ფაქტი, რომ ჩვენ მსოფლიოში პრაქტიკულად ნომერ მესამე ქვეყანა ვართ გადასახადების სიმარტივისა და დაბალი დონის მიხედვით; ის ფაქტი, რომ ჩვენთან საკმაოდ ხელმისწვდომია სამუშაო ძალა; ის ფაქტი, რომ მუშახელის გადამზადებისთვის გვაქვს მთელი რიგი პროგრამები, რათა უფრო კონკურნეტული გავხადოთ; ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მიუხედავად ეპიდემისაა, არ შეჩერდება, გაგრძელდება – ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი სასტარტო პირობა. ამას ემატება ახალი უპირატესობა, რადგან ვფიქრობთ, რომ სხვებთან შედარებით, ადრე დავძლევთ ეპიდემიას, გავიხსნებით ბიზნესებისთვის და ბევრ სხვა ქვეყანას დავასწრებთ ამ კონკურენტულ ბრძოლაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ გლობალური კომპანიებისთვის, რომლებიც თავისი ბიზნესების დივერსიფიკაციას, გადატანას, დაიწყებენ, პირველი და საუკეთესო არჩევანი საქართველო იქნება.

„ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ იმ გლობალური კომპანიებისთვის, რომლებიც თავისი ბიზნესების დივერსიფიკაციას, გადატანას დაიწყებენ, საქართველო პირველი არჩევანი გახდება. ეს არ არის მხოლოდ სურვილი, ეს არის დეტალური გეგმა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რამდენ კომპანიას უნდა დავეკონტაქტოთ და რამდენ კომპანიას აქვს უკვე სურვილი, თავისი ბიზნესი გადაიტანოს, რამდენ კომპანიას შეიძლება, დავუსაბუთოთ, რომ საქართველო არის მოკლე ლოგისტიკური გზა ევროპასა და აზიას შორის, სადაც ისინი ყიდულობენ ნედლეულს. ჩვენთან ბიზნესის გადმოტანით ისინი ბევრ უპირატესობას შეიძენენ, ასეთ დეტალური გეგმა გვაქვს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი 2020 წლის დასრულებას ეკონომიკის 4%-იანი კლებით ვარაუდობს, თუმცა მისი თქმით, წლევანდელ 4%-იან კლებას ეკონომიკა მომავალ წელს აღიდგენს და 2021 წელს ეკონომიკა 4%-იან ზრდაზე გავა.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე თურნავამ აღნიშნა, რომ სესხისა და ლიზინგის სუბსიდირება ერთი წლით გახანგრძლივდება.

იზრდება თანადაფინანსების პროცენტიც. აქამდე სახემწიფო ბიზნესსესხის მხოლოდ 7 %-ს ფარავდა, ახლა მთავრობა ბიზნესს სესხის 11,5% პროცენტს დაუსუბსიდირებს.

ნათია თურნავას თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაზარდა.

კომპანიებისა და მოქალაქეების დასახმარებლად, საქართველოს მთავრობა დასაქმებულთა ხელფასებს ასუბსიდირებს.

თურნავას თქმით, პოსტკრიზისული გეგმა, რომელსაც მთავრობა მალე წარადგენს და რომელიც მალე ამოქმედდება, არის მომავალში ეკონომიკის ამოქოქვისა და კვლავ პოზიტიურ ტრაექტორიაზე დაბრუნების გეგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system