თავში

ნათია თურნავა საქართველოს ICT ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ნათია თურნავა საქართველოს ICT ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ნათია თურნავა საქართველოს ICT ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს ICT ახლადშექმნილი ასოციაციის წევრებს შეხვდა და მათთან ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარებაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრის განცხადებით, საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება, რასაც ხელი შეუწყო ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებულმა მთელმა რიგმა გადაწყვეტილებებმა.

ერთ-ერთ ასეთი მაგალითად, ნათია თურნავამ მოიყვანა სპეციალური საგადასახადო რეჟიმი, რომელიც გავრცელდა სექტორის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსს აკმაყოფილებენ. მინისტრის განცხადებით, ასეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ICT სექტორში მუშაობენ და მომსახურებას ექსპორტზე აწვდიან, არსებობს დაბალი გადასახადები.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ICT ინდუსტრია დგას, ასევე განვითარების პერსპექტივებზე, განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც სექტორის სერვისებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გააქტიურდა. 

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ICT ერთ-ერთი ის დარგია, რომელიც სხვა მწარმოებლურ სექტორებთან ერთად გახდება ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი ჩვენი ქვეყნიდან,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

„შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, რომელიც ხელს შეუწყობს ICT სექტორის განვითარებას.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system