თავში

ნათია თურნავა:  საპენსიო აქტივების განთავსება უფრო ეფექტიანი ხდება

​ნათია თურნავა:  საპენსიო აქტივების განთავსება უფრო ეფექტიანი ხდება
ნათია თურნავა:  საპენსიო აქტივების განთავსება უფრო ეფექტიანი ხდება

"საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელზეც საერთაშორისოდ აღიარებულმა პროფესიონალმა ექსპერტთა გუნდმა იმუშავა, იძლევა საშუალებას, რომ საპენსიო აქტივების განთავსება უფრო ეფექტური გახდეს და უფრო მეტად ეფექტიანად და უსაფრთხოდ იყოს ინვესტირებული ჩვენი საპენსიო დანაზოგები," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის ახალი დოკუმენტის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საპენსიო რეფორმა არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელიც მთავრობამ განახორციელა.

საპნესიო სქემაში დღესდღეობით ერთ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს და ყოველთვიურად 12 ათასამდე ახალი ბენეფიციარი ემატება.

„დოკუმენტის მთავარი მიზანია, რომ ის ფინანსური რესურსი, რაც აქვს აკუმულირებული საპენსიო ფონდს ანარიცხების სახით - ჯამში ეს არის 1 მილიარდ ლარამდე რესურსი, განთავსებული იყოს იმდაგვარად, რომ ეს იყოს შედარებით დაბალი რისკის მქონე ფინანსური ინსტრუმენტი, მაგრამ ამავდროულად მაღალი სარგებლის მომტანი. დღესდღეობით საპენსიო დანაზოგებზე 100 მილიონი ლარია დარიცხული. ჯამში ეს იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ დანაზოგს გაუფასურება არ ეხება. დარიცხული სარგებელი დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება ინფლაციის დონეს და ამავდროულად ეს არის დიდი კონტრიბუცია და დიდი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირებას. მისი მთავარი მიზანია, რომ ნაკლებრისკიანი პორტფელის მეშვეობით მიღებულ იქნას მაღალი ამონაგები. 

საპენსიო სააგენტოს განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, საპენსიო აქტივები იმართება ეფექტურად 11.1 %-ში, რაც უზრუნველყოფს, რომ მონაწილეებმა მიიღონ მაღალი ამონაგები.

დღეს სააგენტომ საინვესტიციო დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა. საინვესტიციო დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო სააგენტოს აქტივები მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში განთავსდება. დოკუმენტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს აქტივების განთავსება აკრძალული იქნება: აქტივებში, რომელთა გასხვისებაც დაუშვებელია კანონით. უძრავ ქონებაში, დერივატივებში, ასევე აფილირებული პირების ნებისმიერ ქონებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system