თავში

ნათია თურნავა სომხეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

ნათია თურნავა სომხეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
ნათია თურნავა სომხეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაჰან ქერობიანს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ტურიზმის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორში არსებული და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს.

ნათია თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა და ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 332.40 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 17 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე. ამავე პერიოდში საქართველოდან სომხეთში ექსპორტმა 101.1- მლნ დოლარი შეადგინა, რაც 19 პროცენტით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system