თავში

ნათია თურნავა: წყალტუბოს განვითარებით სიღარიბეს დავამარცხებთ

ნათია თურნავა: წყალტუბოს განვითარებით სიღარიბეს დავამარცხებთ
ნათია თურნავა: წყალტუბოს განვითარებით სიღარიბეს დავამარცხებთ

წყალტუბოს პროექტი ეს იქნება აბსოლუტურად სულ სხვა სიცოცხლე იმერეთისთვის და მთლიანად დასავლეთ საქართველოსთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს პროექტით ქვეყანა მნისვნელოვან ნაბიჯს გადადგამს წინ სიღარიბესთან ბრძოლაში.

„წყალტუბოს პროექტის განხორციელების შედეგად დაახლოებით, ოცი ათასი ადამიანი დასაქმდება. ოცი ათასი ადამიანი ეს არის ოცი ათასი ოჯახი. ეს უკვე, თავისთავად არის პირდაპირი, ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი კონტრიბუცია სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით. იმერეთისთვის და მთლიანად დასავლეთ საქართველოსთვის ეს იქნება აბსოლუტურად სულ სხვა სიცოცხლე“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, წყალტუბოს პროექტი არ არის ერთი, კონტექსტიდან ამოვარდნილი პროექტი და გვერდით ქალაქში ვითარდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, საერთაშორისო აეროპორტი, ორი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ა.შ., რაც მთლიანობაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„გვერდით ვითარდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. გვჭირდება უფრო კვალიფიციური მუშახელი და ამის დიდი კერა იქმნება. ჩვენ ჩვენი სახსრებით ვავითარებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს და სამუშაოები ძალიან მალე დასრულდება. ქუთაისში ორი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ვითარდება. მათ შორის, რამდენიმე ახალი საინვესტიციო ინდუსტრიული ობიექტი – მანქანათმშენებლობა და ა.შ. მთლიანობაში, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system