თავში

ნათია თურნავა: უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე

ნათია თურნავა: უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე
ნათია თურნავა: უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე

"ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი არა მარტო ჩვენი სპორტისა და ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის, რადგან ამ შეჯიბრით მსოფლიომ გაიცნო ბაკურიანი“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო თასის კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ბაკურიანი მსოფლიო ზამთრის სპორტის ეპიცენტრშია.

„დღეს მსხვილი სპორტული შეჯიბრი - სქი-ქროსში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე დღეში კი მსგავსი მაღალი რანგის შეჯიბრი უკვე სნოუბორდ ქროსში გაიმართება. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა როგორც ორგანიზება, ასევე ჩვენი ინფრასტრუქტურის ხარისხი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, ბაკურიანში ახალი საბაგიროს და სასრიალო არეალის მშენებლობა დასრულდა, ასევე გაუმჯობესდა ხელოვნური გათოვლიანების კომპონენტი. ამდენად, სპეციალური ტრასა შეჯიბრისთვის ნაწილოვრივ ხელოვნული თოვლითაა დაფარული.

"ეს არის პირველი ასეთი მაღალი რანგის სპორტული ღონისძიება ბაკურიანში, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე. ჩვენ ასევე ვემზადებით მსოფლიო ჩემპინატისთვის, რომელიც 2023 წელს გაიმართება,“ - განაცხადა მინისტრმა. 

შეჯიბრში მონაწილეობას 200-მდე სპორტსმენი იღებს. მისი მიმდინარეობა რამდენიმე საერთაშორისო სპორტული არხის საშუალებით გადაიცემა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system