თავში

ნათია თურნავა: უცხოელი ინვესტორები ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს

ნათია თურნავა: უცხოელი ინვესტორებოში გატარებულ რეფორმებს
ნათია თურნავა: უცხოელი ინვესტორები ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს

„კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და შეუნარჩუნა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე", -ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

მისი თქმით ასეთი რეიტინგი საქართველოს პანდემიამდე ჰქონდა. 

"ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია ის, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, სარეიტინგო სააგენტოებიც და შემდგომში უკვე უცხოელი ინვესტორებიც ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს და ასევე რეფორმების სამომავლო კურსის ურყეობას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გატარებული რეფორმები, ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებები, ერთგულება რეფორმების კურსისადმი, ის საფუძველია, რაც აძლევს სარეიტინგო სააგენტოს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს ძველი რეიტინგი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system