თავში

ნათია თურნავა: ვიმოგზაუროთ საქართველოში საქართველოსთვის

ნათია თურნავა: ვიმოგზაუროთ საქართველოში საქართველოსთვის
ნათია თურნავა: ვიმოგზაუროთ საქართველოში საქართველოსთვის

"ვიმოგზაუროთ საქართველოში საქართველოში. ყველამ ხელახლა აღმოვაჩინოთ ის, რაც ჩვენია," - ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა თუშეთის დათვალისრებისას განაცხადა.

პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია წამოიწყო – „აღმოაჩინე ის, რაც შენია“. ამ სლოგანით ადმინისტრაცია ქვეყნის ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ახდენს.

პროექტის ფარგლებში ადმინისტრაციამ სამეგრელოს შემდეგ, ტური ამჯერად თუშეთში მოაწყო. 

რეგიონს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ეწვივნენ.

მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა ომალოში კესელოს ციხის კოშკები დაათვალიერეს, ასევე თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს ეწვივნენ. ეროვნული პარკის ფიჭვნარში თუშური კერძების მასტერკლასი გაიმართა.

„დღეს, როდესაც პანდემიის გამო უჭირს ტურისტს და საერთაშორისო ვიზიტორების ჩამოსვლის თვალსაზრისით შეფერხებება, ჩვენ ამაში შესაძლებლობა დავინახეთ. ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველამ ხელახლა აღმოვაჩინოთ ის, რაც ჩვენია, ვიმოგზაუროთ საქართველოში და ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის. კამპანიაში ჩავერთეთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ყველა ჩემი კოლეგა, მთავრობის წევრები და არა მხოლოდ მთავრობის წევრები, ბიზნესი, დიპლომატიური კორპუსი. ვმოგზაურობთ იმისთვის, რომ საკუთარი მაგალითით წავახალისოთ და მოვუწოდოთ ყველას, აღმოაჩინოს ეს შესანიშნავი ძეგლები, დავეხმაროთ ადგილობრივ ტურიზმს. მე დღეს ვიმყოფები თუშეთში კესელოს კოშკებთან. დედამიწის ზურგზე ამაზე უკეთესი და უნიკალური ბევრი ადგილი არ მეგულება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system