თავში

ნათია თურნავა: ვუმკლავდებით შოკებს, ეკონომიკა იზრდება

ნათია თურნავა: ვუმკლავდებით შოკებს, ეკონომიკა იზრდება
ნათია თურნავა: ვუმკლავდებით შოკებს, ეკონომიკა იზრდება

ვუმკლავდებით შოკებს, ეკონომიკა იზრდება და ეროვნული ვალუტაც გამყარების ტენდენციას იჩენს, – ამის შესახებ  განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გააკეთა. მინისტრის თქმით სახელმწიფო სწორ ნაბიჯებს დგამს, რამაც ეროვნული ვალუტის გამყარება გამოიწვია. 

„ყველა გლობალური გამოწვევის მიუხედავად, იქნება ეს რეგიონალური შოკები თუ თუნდაც კორონავირუსი, რომელიც ახალი გამოწვევაა, ჩვენი ეკონომიკა არის ძალიან ჯანსაღი. ჩვენი მაკროეკონომიკური ვითარება რეგიონში არის ჯანსაღი. ეკონომიკა იზრდება, ექსპორტი იზრდება, იმავდროულად ეროვნული ვალუტა მყარდება. ეს არის სწორი მონეტარული პოლიტიკისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი.

სამინისტროს ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა; იქნება ეს დაჩქარებული პრივატიზება, წიაღისეულის დაჩქარებული გადამუშავება თუ დასაქმებაზე ორიენტირებული ღონისძიებები. ეს ყველაფერი გვაძლევს გარემოებას, როდესაც მაკროეკონომიკა სტაბილურია. ვუმკლავდებით შოკებს, ეკონომიკა იზრდება და ეროვნული ვალუტაც გამყარების ტენდენციას იჩენს,"- განაცხადა ნათია თურნავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system