თავში

ნათია თურნავამ ბიზნეს სექტორთან დასაქმებულთა ვაქცინაციის საკითხი განიხილა

ნათია თურნავამ ბიზნეს სექტორთან დასაქმებულთა ვაქცინაციის საკითხი გან
ნათია თურნავამ ბიზნეს სექტორთან დასაქმებულთა ვაქცინაციის საკითხი განიხილა

ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს დღეს ეკონომიკის სამინისტროში ნათია თურნავასთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ბიზნესის თითქმის ყველა დარგის 27 მსხვილი კომპანიისა და ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მსხვილ დამსაქმებლებთან გამართულ შეხვედრაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მონაწილეობდნენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ვაქვინაცია იმ ობიექტებზე, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია. გვქონდა სამუშაო შეხვედრა მსხვილ დამსაქმებლებთან, სადაც დახურულ სივრცეებში მუშაობს ათეულობით და ასეულობით ადამიანი. გვახსოვს 2020 წლის გამოცდილება, როცა ასეთი მსხვილი საწარმოები, მსხვილი დაწესებულებები შეიძლება იქცნენ მომეტებული რისკის ობიექტებად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბიზნესთან, კომპანიების დამფუძნებლებთან, მენეჯმენტთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორ გავხადოთ ვაქცინაცია წესად და როგორ მიმდინარეობს დღეს ეს მნიშვნელოვანი პროცესი“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

თამარ გაბუნიას შეფასებით, ბიზნესგარემოს ყველა თანამშრომლის ჩართულობა ვაქცინაციაში ძალიან მნიშვნელოვანია. 

„ქვეყანაში არის ვაქცინების, მათ შორის „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ საკმარისი მარაგები, კიდევ ველოდებით „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს, არჩევანი არის ფართო და მთავარია, დროულად მოხდეს ყველა მოქალაქის ვაქცინაცია, რომელიც თავის სამუშაო ადგილზე გააგრძელებს შეუწყვეტელ საქმიანობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების შენარჩუნებასთან ერთად, არ დაზარალდეს ეკონომიკის სექტორები და მათ პანდემიის შემდგომმა ტალღამ არ მიაყენოს ზიანი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ბიზნესასოციაცია, საბანკო ასოციაცია, „ჯორჯიან მანგანეზი,“ „ჰაიდელბერგცემენტი,“ „აჭარა ტექსტილი,“ „ბორჯომი,“ „თელასი,“ ბაზარზე მოქმედი ყველა მსხვილი ბანკისა და კომპანიების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system