თავში

ნათია თურნავამ საქართველო - სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ საქართველო - სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეო
ნათია თურნავამ საქართველო - სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო მეტი ინვესტიცია, მეტი ერთობლივი პროექტი იყოს საქართველოში სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად და ამას მხარს დავუჭერთ, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფი პროგრამების მეშვეობით. უკვე მესამედ ტარდება საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ მაღალი ინტერესია ზოგადად, ევროპული ბიზნესიდან და ინვესტორებიდან, მათ შორის, სლოვაკი ბიზნესმენებიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმზე მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

რუმი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივან კორკოკის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში“ გაიმართა და ის მისასალმებელი სიტყვით ნათია თურნავამ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიმ გახსნეს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სლოვაკური მხარე ფორუმზე გამართული პრეზენტაციებისა და ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში დეტალურად გაეცნობა იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.

„განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ეკონომიკური ზრდა და აღდგენის მაღალი ტემპი, რაც საქართველოს აქვს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ერთობლივი პროექტი შედგება, განსაკუთრებული ინტერესი, ამ ეტაპზე, უკვე გამოითქვა უკვე IT სექტორის, ენერგეტიკის მიმართ, სლოვაკეთი ასევე ცნობილია თავისი მანქანათმშენებლობის მდიდარი ტრადიციებით და ვფიქრობთ, რომ აქაც შეიძლება თანამშრომლობა, ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო მეტი ინვესტიცია, მეტი ერთობლივი პროექტი იყოს საქართველოში სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად და ამას მხარს დავუჭერთ, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით“, - აღნიშნა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა სლოვაკეთის მთავრობას და დელეგაციის წარმომადგენლებს, ქვეყნის სახელით, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის, ასევე კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის კუთხით აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის, მათ შორის როგორც SlovakAid-ის ფონდიდან გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის, ასევე სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს თანადგომისთვის. ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა SlovakAid-ის მიერ მხარდაჭერილ არაერთ პროექტს, მათ შორის პანდემიის პერიოდში რაჭის რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებს, რომელიც პანდემიით გამოწვეულ რთულ პერიოდში, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მოღვაწე მცირე და საშუალო მეწარმეთა თანადგომას გულისხმობდა, ასევე სლოვაკეთის დახმარებისა და განვითარების სააგენტოს SlovakAid-ს თანადგომას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system