თავში

ნათია თურნავამ სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა

​ნათია თურნავამ სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე
ნათია თურნავამ სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ავიატორების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მიმართა. მან სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრა.

„დასასრულს უახლოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და ახალი ტერმინალის მშენებლობის სამუშაოები, რაც ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობას 4-ჯერ გაზრდის და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებელი გატარება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მინისტრმა

მისივე ინფორმაციით, გაფართოების პროცესი მიმდინარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომლის ტერმინალსაც 3300 კვ.მ. ახალი სივრცე დაემატება.

„ბათუმი უკვე დიდი გამოწვევის წინაშე დადგა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს. მართალია, ეს სასიამოვნო გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ მას პარტნიორ კომპანიასთან ერთად ღირსეულად უნდა შევხვდეთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა, შიდა ფრენების სტიმულირებას შეეხებოდა. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს მასშტაბით შეარჩია სამასამდე წერტილი, სადაც შესაძლებელია ვერტმფრენების საფრენი მოედნების მოწყობა - ტურისტული ფრენების, სანიტარული, სამაშველო და საავიაციო სამუშაოების წარმოების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system