თავში

ნათია თურნავამ სარესტორნე ბიზნესის პრობლემები მოისმინა

ნათია თურნავამ სარესტორნე ბიზნესის პრობლემები მოისმინა
ნათია თურნავამ სარესტორნე ბიზნესის პრობლემები მოისმინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელებს ონლაინ შეხვდა.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის ანტიკრიზისული სტიმულირების პროგრამის შესახებ, რომლის მიზანსაც სხვადასხვა ბიზნეს სექტორის ხელშეწყობა წარმოადგენს. მათ შორისაა, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც კორონავირუსის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე საამაყო დარგია.

„ეს არის ჩვენი სიმდიდრე და სიამაყე, მაგრამ დღეს ამ დარგს ძალიან გაუჭირდა. ჩვენ დიდი ყურადღებით შევისწავლით დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათ ჩვენს სამოქმედო გეგმაში ავსახავთ,“ – აღნიშნა მინისტრმა.

ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

მიმდინარე წლის მარტში, სტატისტიკის მიხედვით, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, ამის მიზეზი გახლავთ ტურიზმი. თებერვალში, მართალია, შემცირებულია ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა, დაახლოებით 8.6%-ით, თუმცა, 4%-ით გაიზრადა ტურისტული ვიზიტების რაოდენობა.

ამ ეტაპზე საქართველოში რესტორნები დახურულია და მათ მხოლოდ ონლაინშეკვეთების მომსახურება შეუძლიათ

სასტუმროები მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობის ხარჯზე ფუნქციონირებენ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.სულ ბოლო, მე-6 ეტაპზე, ივლისის პირველ ნახევარში, გაიხსნება გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, სასტუმროები და რესტორნები, კაზინოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სხვა ტიპის საქმიანობები არადისტანციურ რეჟიმში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ეკონომიკური შოკის გამო ტურიზმსა და მის მომიჯნავე სექტორებს, სასტუმროებსა და რესტორნებს, უკიდურესად გაუჭირდათ. ეპიდემიის გამო დაკეტილი ტურისტული ბიზნესი, კერძოდ, რესტორნები და სასტუმროები, დისტრიბუციის ვალს ვერ იხდიან. 

მათ კომუნალური გადასახადების გადახდის პრობლემაც კი შეექმნათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system