თავში

ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთის და კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი გაიზარდა

ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთის და კონტეინერების გადამუშავების
ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთის და კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი გაიზარდა

საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთების და კონტეინერების გადამუშავების ჯამური მაჩვენებელი გაიზარდა.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აპრილში ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5.9 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 0.4 მილიონი ტონით მეტია.

ტვირთების გადამუშავების მაჩვენებლის ზრდა ძირითადად სუფსისა და ყულევის ტერმინალზე მოდის.

რაც შეეხება ნავსადგურების მიერ გადამუშავებული კონტეინერების მაჩვენებლებს, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ნავსადგურებში 185 655 ერთეული კონტეინერი გადამუშავდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3 292 ერთეულით აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system