თავში

ნავთობის ფასი იზრდება

ნავთობის ფასი იზრდება
ნავთობის ფასი იზრდება

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გასული დღის სავაჭრო სესიის შედეგად 1%-ით გაიზარდა.

Brent-ის ტიპის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი 0.02 აშშ დოლარით გაიზარდა და ბარელზე 71.46 აშშ დოლარს შეადგენს.

WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება კი 0.03 აშშ დოლარით გაიზარდა და ბარელზე 69.28 აშშ დოლარად ბარდება.

დღეს, 12 აგვისტოს OPEC-ისა და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ნავთობის ბაზრის ყოველთვიური ანგარიშები გამოქვეყნდება.

აშშ-ის ადმინისტრაცია OPEC +-ს ნავთობის წარმოების გაზრდისაკენ მოუწოდებს. 

ბოლო დღეების განმავლობაში, ბაზარზე ნავთობის ფასებზე გავლენას მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შტამებისა და ახალი ტალღების საშიშროება ახდენს. ექსპერტები შიშობენ, რომ ახალი შეზღუდვების შემოღება შეასუსტებს გლობალურ ეკონომიკას და ძირს გამოუთხრის საწვავზე მოთხოვნას.

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ბაზარი ახლა უფრო დაბალანსებულია მიწოდებისა და მოთხოვნის თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო 2020 წელს, მოგზაურობაზე დაწესებული ახალი შეზღუდვები და ეკონომიკური ზრდის შენელება ფასების შემცირებას გამოიწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system