თავში

ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობის ფასი გაიზარდა
ნავთობის ფასი გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ზედიზედ ორი დღეა ზრდას განაგრძობს.

Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0.34%–ით გაიზარდა და ბარელზე 68.6 აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო, ოქტომბრის ფიუჩერსების ღირებულება 0.29%–ით არის მომატებული და ბარელზე 68.94 აშშ დოლარს უტოლდება.

WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0.21%-ით გაიზარდა და ბარელზე 65.78 აშშ დოლარად ბარდება.

Bloomberg-ის ცნობით, UBS Group AG–ის ანალიტიკოსები ნავთობის ბაზრის პერსპექტივებს პოზიტიურად აფასებენ. 

გასულ კვირას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად, 7-9%-ით შემცირდა - ეს არის ყველაზე ძლიერი კლებაა ოქტომბრის შემდეგ. ასევე, დაეცა სპილენძის ფასებიც 5,8%-ით, აზია -წყნარი ოკეანის რეგიონის საფონდო ბირჟები 5,8%-ის ფარგლებში შემცირდა, ევროპის - თითქმის 1-4%-ით, აშშ-ის - დაახლოებით 0,5-1%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system