თავში

ნავთობი და საწვავი პროპორციულად ძვირდება

ნავთობი და საწვავი პროპორციულად ძვირდება
ნავთობი და საწვავი პროპორციულად ძვირდება

პანდემიამ ნავთობზე გლობალური მოთხოვნა რეკორდულად შეამცირა, რამაც ნავთობის ფასების ვარდნა გამოიწვია. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის საავტომობილო ბიზნესის წლიურ შემაჯამებელ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის იანვრიდან ნავთობის ფასმა კლება დაიწყო და აპრილში 1990 წლებში არსებულ დონემდე დაეცა. აპრილში 1 ბარელი Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 18.4 აშშ დოლარი იყო, ხოლო WTI–ის ფასი 16.6 აშშ დოლარი. საქართველოში საწვავის ფასები მიჰყვება მსოფლიოში ნავთობის ფასებს, თუმცა 1-2 თვიანი დროითი ლაგით. საქართველოში საწვავის ფასებმა კლება 2020 წლის მარტიდან დაიწყო, ივნისში მინიმუმამდე შემცირდა და მე-4 კვარტლიდან ეტაპობრივად მიუახლოვდა კრიზისამდელი პერიოდის დონეს.

საქართველოში ბენზინის ფასები მოძრაობს ნავთობის გლობალური ფასების პარალელურად, თუმცა 1-2-თვიანი დროითი ლაგით.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 60 თეთრით გაძვირდა. გუშინ საწვავის ფასმა კიდევ 3 თეთრით მოიმატა. ქვეყანაში საწვავის 3 ლარამდე გაძვირებასაც ელიან.

ცნობისთვის, სპეციალისტების განცხადებით, 2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი - 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, დაახლოებით, 20 თეთრით აძვირებს. იმის გამო, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის ტიპის საწვავი 60-65 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია კვლავ მზარდია, როგორც ნავთობიმპორტიორები, ისე ცალკეული კომპანიები ფასების კლების ერთადერთ რესურსად აქციზის განაკვეთის შემცირებას განიხილავენ.

საწვავზე მაღალი ფასი ნეგატიურად მოქმედებს გადაზიდვების ბიზნესზე, რაც საბოლოოდ პროდუქტების გაძვირების წინაპირობა ხდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system