თავში

ნავთობი გაძვირდა

ნავთობი გაძვირდა
ნავთობი გაძვირდა

2020 წლის 11 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა54,01 (+ 0,74) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweetტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 49,94 (+ 0,37) დოლარი/ბარელზე.

შეგახსენებთ, დღემდე "შავი ოქროს"  გაუფასურება შეუქცევადი პროცესი იყო. იანვარში ნავთობი 10%-ით გაიაფდა და ამავე ტრენდს ინარჩეუნებდა დღემდე. 

ნავთობის გაიაფებას სპეციალისტები ჩინეთში ახალი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირებენ.

ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა კი 20%-ით შემცირდა.

2020 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ OPEK-ი სხდომის გამართვას გეგმავდა, სადაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია ნავთობის ფასზე კორონავირუსის გავლენის საკითხის განხილვას გეგმავდა.

კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.ფატალურმა ვირუსმა ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტის ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით ჩინეთში 1113 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 44 600-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 4740 პაციენტი. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system