თავში

ნავთობი ისევ გაიაფდა

ნავთობი ისევ გაიაფდა
ნავთობი ისევ გაიაფდა

2020 წლის 27 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 52,18 (- 1.25) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweetტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 47,09 (- 1,64) დოლარი/ბარელზე.

შეგახსენებთ ნავთობის საერთაშორისო ფასმა ბოლოს კლება 24 თებერვლიდან დაიწყო.

იანვარში ნავთობი 10%-ით გაიაფდა. "შავი ოქროს" ფასის კლების ტრენდი თებერვალშიც ნარჩუნდება.

სპეციალისტები ნავთობის გაიაფებას კორონავირუსს უკავშირებენ.

ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა კი 20%-ით შემცირდა.

კორონავირუსის გამო ნელ-ნელა იზოლაციაში ექცევა ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა ირანიც, რომელთანაც სახელმწიფოებმა ვაჭრობა, ტრანზიტი, სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა შეაჩერეს.

2020 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ OPEK-ი სხდომის გამართვას გეგმავდა, სადაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია ნავთობის ფასზე კორონავირუსის გავლენის საკითხის განხილვას გეგმავდა.

კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს. გასული დღეღამის განმავლობაში ჩინეთში დაავადებამ 44 ადამიანი იმსხვერპლა. საერთო ჯამში კი გარდაცვლილთა რაოპდენობამ 2 ათას 788-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 78 ათას 832-ს შეადგენს.

2 ათას 22-მდე გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაში. იქ ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 ათას 379 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 ათას 533-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system