თავში

ნავთობის ფასი 60 დოლარს ბოლო ერთ წელში პირველად გადასცდა

ნავთობის ფასი 60 დოლარს ბოლო ერთ წელში პირველად გადასცდა
ნავთობის ფასი 60 დოლარს ბოლო ერთ წელში პირველად გადასცდა

 BBC-ის ცნობით, ნავთობის ფასი პანდემიამდელ მაჩვენებელს უბრუნდება. დღევანდელი მონაცემებით, ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 60 დოლარს გადააჭარბა, რაც 2020 წლის იანვრიდან პირველად მოხდა. 2020 წელს, პანდემიის გავლებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მაჩვენებელი 50%-ით გაიზარდა.  ამ ეტაპზე სპეციალისტების მიერ შავ ოქროზე მოთხოვნა კვლავ ჩვეულზე ნაკლებად ფასდება, თუმცა ექსპერტები ნავთობის ინდუსტრიაში სწრაფ აღდგენას პროგნოზირებენ.

აზერბაიჯანული  LT CIF ნედლი ნავთობის ფასი 1,12 აშშ დოლარით ან 1,9% -ით გაიზარდა. აზერბაიჯანული LT CIF ზეთის ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირდა 2020 წლის 21 აპრილს (15,81 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე მაღალი - 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

შეგახსენებთ, 2020 წელს, ნავთობდამოკიდებული ეკონომიკები 3.4-4.3% ფაგლებში შემცირდა.

ნავთობპროდუქტების მწარმოებელმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა BP და ExxonMobil, ათწლეულის განმავლობაში პირველად 2020 წელი ზარალილთ დაასრულეს. 

2020 წლის მარტის შემდეგ, WTI ნავთობის ფასმა ბარელზე $50-ს პირველად 2021 წლის იანვარში გადააჭარბა . ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის ფასების ზრდაზე გავლენა მოახდინა ვაქცინისა და სტიმულირების პაკეტთან დაკავშირებულმა სიახლეებმა. ასევე მოულოდნელი იყო საუდის არაბეთის მხრიდან წარმოების მოცულობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება (თებერვალ-მარტში წარმოება დღეში 1 მლნ ბარელით შემცირდება).

ნოემბერში ნავთობის ფასის ზრდა სპეციალისტებმა ეკონომიკების გახსნისა და გაუმჯობესებული მოლოდინით ახსნეს.

შეგახსენებთ, ოქტომბერში ნავთობისა და ოქროს ფასი დაეცა.

ცნობისთვის, ნავთობის ფასი ეკონომიკური აქტივობის ბარომეტრად ითვლება. ნავთობზე მოთხოვნის და ფასის ზრდა (როგორც წესი, ერთი მეორეს ავტომატურად იწვევს) ნიშნავს, რომ ეკონომიკა აქტიურდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system