თავში

ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობის ფასი გაიზარდა
ნავთობის ფასი გაიზარდა

სოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 55,28 (+ 1,32) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 50,75 (+ 1,14) დოლარი/ბარელზე.

შეგახსენებთ, იანვარში ნავთობი 10%-ით გაიაფდა.

ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა კი 20%-ით შემცირდა.

2020 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ OPEK-ი სხდომის გამართვას გეგმავდა, სადაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია ნავთობის ფასზე კორონავირუსის გავლენის საკითხის განხილვას გეგმავდა.

კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.ფატალურმა ვირუსმა  ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტის ბოლო ინფორმაციით, კიდევ 73 ადამიანი იმსხვერპლა  და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 636-ს მიაღწია. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3143 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში კი ჩინეთში ვირუსის 31 161 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system