თავში

ნავთობის ფასი მცირდება

ნავთობის ფასი მცირდება
ნავთობის ფასი მცირდება

ორი სავაჭრო დღის განმავლობაში საშუალოდ 5%-ით გაზრდის შემდეგ, ბოლო 24 საათში, ნავთობის ფასმა იკლო. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაცია Investing.com-ზე გამოქვეყნდა.

Brent-ის თებერვლის ფიუჩერსების ფასი 0,1%-ით დაეცა და ბარელზე 84,47 აშშ დოლარი შეადგინა.

ხოლო, WTI-ის თებერვლის ფიუჩერსების ღირებულება 0,21%-ით არის შემცირებული და ბარელზე 82,46 აშშ დოლარად ბარდება.

ნავთობის ფასის ვარდნას  ხელი შეუწყო აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ნავთობის კომერციული მარაგები 7 იანვრის დასრულებული კვირისთვის 4,6 მლნ ბარელით, ანუ 1,1%-ით დაეცა და 413,3 მლნ ბარელი შეადგინა. კლება 1,9 მილიონით იყო მოსალოდნელი, ამასთან მარაგები ყველაზე დაბალ დონეზე იყო 2018 წლის 5 ოქტომბრის კვირიდან, როდესაც მაჩვენებელი 409,9 მლნ ბარელზე იყო.

გარდა ამისა, ინვესტორები  ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების გამო, კვლავ შეშფოთებულები არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system