თავში

ნავთობის ფასი პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

ნავთობის ფასი პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება
ნავთობის ფასი პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალაშვილის შეფასებით, გლობალურ ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასი ზრდას გააგრძელებს. მისი თქმით,  ცვლილება მოთხოვნის ზრდას უკავშირდება და გადაწყვეტილებას, რომელიც ,,ოპეკის" წევრმა ქვეყნებმა მოპოვებასთან დაკავშირებით მიიღეს. როგორც მთავრალაშვილი აღნიშნავს, ფასები ფაქტობრივად ეპიდემიამდენ ნიშნულს უბრუნდება და ეს ტენდენცია სავარაუდოდ მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც შენარჩუნდება. 

,,ფასებზე პირდაპირი განმსაზღვრელი როლი ნავთობზე მოთხოვნის მასშტაბებია. გასული წლის განმავლობაში ფასები შედარებით ნაკლები იყო, რაც გამოიწვია პანდემიის გამო მოთხოვნის მასშტაბურმა კლებამ. გუშინ ,,ოპეკმა" გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით ასეთი მოცემულობაა: საუბარია, რომ მიმდინარე წელს ნავთობზე ყოველთვიური მოთხოვნილება გაიზრდება 5,9 მლნ ბარელით დღე-ღამეში და ის შეადგენს 96,3 მლნ ბარელს დღიურად. ,,ოპეკის" ვარაუდით, იმის გამო, რომ ვაქცინაცია მსოფლიოში დაწყებულია, ამიტომ ეკონომიკის გახსნა-გამოცოცხლება დაიწყება, განსაკუთრებით 2021 წლის მეორე ნახევარში. შესაბამისად, ნავთობზე მოთხოვნა მატულობს. ,,ოპეკის" ანგარიშით, ნავთობზე ფასების სამომავლო პერსპექტივა ზრდისკენ იქნება მიმართული. თუმცა რა ნიშნულზე დაბალანსდება ნავთობის ღირებულება, ძნელია წინასწარ განსაზღვრა. მოთხოვნის ზრდა მიუთითებს, რომ სანამ ვითარება არ შეიცვლება მსოფლიოში, ნავთობის არსებული ფასი შენარჩუნდება. ამ ეტაპზე 68 დოლარია ბარელი ნავთობის ღირებულება, რითაც იგი პანდემიამდევ ვითარებას უბრუნდება. მუდმივად მზარდი ტრენდია, განსაკუთრებით მიმდინარე წელს", - ამბობს report.ge-თან ვანო მთვრალაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ნავთობის მოპოვების კვოტები უმნიშვნელოდ იზრდება, თუმცა მთლიანობაში მაინც, გავლენა მოახდინა გასულ წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, როცა მოხდა უპრეცენდენტო მოცულობის ნავთობზე მოპოვების კლება. მთვრალაშვილის თქმით, შემდეგომი პერიოდი ეს შეთანხმება სრულდებოდა, ამიტომ  ჭარბი ნავთობის მოცულობა მსოფლიო ბაზრებიდან გაქრა. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2021 წლის 11 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 69.63 (+ 1.73) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 66.02 (+ 1.58) დოლარი/ბარელზე.

როგორც ცნობილია, ნავთობის მოპოვების პროგნოზი OPEC– მა 2021 წლისთვის გაზარდა 0.95 მილიონი ბარელით დღეში 63.8 მილიონ ბარელამდე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system