თავში

ნავთობის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

ნავთობის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა
ნავთობის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გასული 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 1%-ით გაიზარდა. 2018 წლის შემდეგ პირველად, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 79 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Brent-ის ტიპის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი 1.14%-ით გაიზარდა და ბარელზე 78.11 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება  1,2%-ით არის მომატებული, ბარელზე 79,03 აშშ დოლარამდე. 

ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 1.23%-ით გაიზარდა და ბარელზე 74.89 აშშ დოლარად ბარდება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ნავთობის რეზერვები მცირდება. შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი სამწლიან მინიმუმს უახლოვდება. მიწოდების მხრივ, OPEC +-ის ქვეყნები ამცირებენ წარმოების შეზღუდვებს ძალიან ნელი ტემპით, რაც ზეწოლას ახდენს გლობალურ მიწოდებაზე.

OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე გაზარდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system